საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2023 წლის 01 ივნისის N257 განკარგულებით დაიწყო შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უნივერს კრედიტი“-ს ლიკვიდაციის პროცესი. ამავე განკარგულების საფუძველზე ლიკვიდატორად დაინიშნა გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი 19001028319).
გთხოვთ იხილოთ ლიკვიდატორისგანცხადება
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი არ ათავისუფლებს მსესხებლებს აღებული ვალდებულების
შესრულებისგან და მსესხებლების ვალდებულებები კომპანიის მიმართ რჩება უცვლელი. სესხის დაფარვა უნდა მოხდეს წინასწარ განსაზღვრული პირობების
და ვადების (გადახდის გრაფიკის) შესაბამისად. მსესხებლის მხრიდან სასესხო ვალდებულების დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში კომპანია
გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებებს სასესხო დავალიანების ამოსაღებად.
მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უნივერს კრედიტის მომხმარებელთა პრეტენზიების განხილვაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთან ზეპირი / წერილობითი / ელექტრონული ფორმით.